თიბისი ნაკრების განსაკუთრებული შეთავაზება
Mastercard-ის ბარათის მომხმარებლებს
აქციის პირობა:
თიბისი ნაკრები Mastercard ბარათის მომხმარებელს სთავაზობს:
-
ყოველდღიურად თიბისის ნაკრების Mastercard ბარათით გადახდა მომგებიანია, მოხვდი ყოველდღე პირველ 100 მომხმარებელში, შეასრულე ჯამში 25 ლარის ტრანზაქციები თიბისის POS ტერმინალზე და დასაჩუქრდი 50 ლარით (დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე)
-
შეასრულე ყველაზე მეტი ტრანზაქცია კვირის განმავლობაში თიბისის POS ტერმინალზე ნაკრების Mastercard ბარათით და დასაჩუქრდი მოპედით
-
თუ არ გაქვს თიბისის არც ერთი ტიპის ბარათი და გსურს აქციაში მონაწილეობა, გამოიწერე ნაკრები 2/5/10 და ნაკრებში შემავალი Mastercard ბარათით გადახდისას პირველ ტრანზაქციაზე დასაჩუქრდი 10 ლარით
აქციაში მონაწილე პროდუქტი:
-
ნაკრები 2/5/10-ში შემავალი Mastercard-ის სადებეტო ბარათი.
აქციის პერიოდი:
-
2022 წლის 16 ნოემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
აქციის გამარჯვებულები:
1. დღის გამარჯვებული
როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა: პირველი 100 მომხმარებელი, რომელიც თიბისის ნაკრების Mastercard ბარათით შეასრულებს ჯამში 25 ლარის ტრანზაქციებს თიბისის POS ტერმინალზე დასაჩუქრდება 50 ლარით (დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე).
როდის მოხდება მომხმარებლების დასაჩუქრება: მომხმარებლებს 50 ლარი დაერიცხებათ, ნაკრებში შემავალ Mastercard ბარათის საბარათე ლარის ანგარიშზე, ტრანზაქციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში.
2. კვირის გამარჯვებული
როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა: მომხმარებელი, რომელიც შეასრულებს ყველაზე მეტ ტრანზაქციას კვირის განმავლობაში ნაკრები 2/5/10-ის Mastercard სადებეტო ბარათით თიბისის POS ტერმინალზე, დასაჩუქრდება მოპედით. ტრანზაქცია უნდა იყოს მინიმუმ 10 ლარიანი და დღის განმავლობაში შესრულებული სხვადასხვა ობიექტში.
გამარჯვებულების გამოვლენის საანგარიშო პერიოდებია:
-
16 ნოემბრიდან - 22 ნოემბრის ჩათვლით
-
23 ნოემბრიდან - 29 ნოემბრის ჩათვლით
-
30 ნოემბრიდან - 6 დეკემბრის ჩათვლით
-
7 დეკემბრიდან - 13 დეკემბრის ჩათვლით
-
14 დეკემბრიდან - 20 დეკემბრის ჩათვლით
-
21 დეკემბრიდან - 27 დეკემბრის ჩათვლით
-
28 დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით
როდის მოხდება მომხმარებლების დასაჩუქრება: მოპედით დასაჩუქრდება ჯამში 7 მომხმარებელი. 2022 წლის 28 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს გამოვლინდება გამარჯვებული და გადაეცემა საჩუქარი.
გამარჯვებულების გამოვლენის თარიღებია:
-
28 ნოემბერი
-
5 დეკემბერი
-
12 დეკემბერი
-
19 დეკემბერი
-
26 დეკემბერი
-
2 იანვარი
-
9 იანვარი
3. ახალი მომხმარებელი
როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა: მომხმარებელი, რომელსაც არ აქვს არცერთი ტიპის თიბისის ბარათი, აქციაში ჩასართავად გამოიწერს ნაკრები 2/5/10-ს და ნაკრებში შემავალი Mastercard ბარათით თიბისის POS ტერმინალზე შეასრულებს პირველ ტრანზაქციას დასაჩუქრდება ბონუსად 10 ლარით.
როდის მოხდება მომხმარებლების დასაჩუქრება: მომხმარებლებს 10 ლარი დაერიცხებათ, ნაკრებში შემავალ Mastercard ბარათის საბარათე ლარის ანგარიშზე, ტრანზაქციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში.
დამატებითი ინფორმაცია:
-
ერთი მომხმარებელი ერთი პირობის ფარგლებში დაჯილდოვდება მხოლოდ ერთხელ
-
ტრანზაქციად ჩაითვლება მხოლოდ თიბისის POS ტერმინალებზე შესრულებული ტრანზაქცია
-
ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში არ დაარიცხოს მომხმარებელს თანხა ან/და არ გადასცეს საჩუქარი
-
აქცია არ ვრცელდება თიბისი ბანკის თანამშრომლებზე
*გამოიწერე თიბისის საბანკო სერვისების ნაკრები 2/5/10 3 თვე უფასოდ. გამოწერისთვის ეწვიეთ თიბისის ნებისმიერ ფილიალს ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 227 27 27.