Google Wallet
Google Wallet-ი ანდროიდის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მობილური ტელეფონით გადახდა ნებისმიერი მომსახურების ობიექტზე, სადაც განთავსებულია უკონტაქტო გადახდის POS ტერმინალები;
Google Wallet-ში შესაძლებელია, როგორც სადებეტო, ისე - საკრედიტო Visa/MasterCard ბარათის დამატება;
იმისათვის, რომ ისარგებლო Google Wallet-ით, შენს ტელეფონს უნდა ჰქონდეს:
– ანდროიდის 5.0 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემა
– NFC მხარდაჭერა
– მობილურის პარამეტრებიდან Google Wallet-ი ძირითადი გადახდის მეთოდად უნდა იყოს არჩეული (Default mobile payment service);
ინსტალაცია
ანდროიდის მობილური ტელეფონების ზოგიერთ მოდელზე Google Wallet-ის აპლიკაცია თავიდანვე დაინსტალირებულია; სხვა შემთხვევაში, გადმოწერა და ინსტალაცია უნდა შესრულდეს GOOGLE PLAY-დან;
Google Wallet
Google Wallet is an application created for Android phones, which allows you to pay with a mobile phone at any service facility where contactless payment POS terminals are located;
To use Google Wallet, your phone must have:
– Android 5.0 or newer operating system
– NFC support
– Google Wallet must be selected as the main payment method from the mobile settings (Default mobile payment service);
Installation
Some models of Android mobile phones come with the Google Wallet app pre-installed; OTHERWISE, DOWNLOAD AND INSTALLATION MUST BE PERFORMED FROM GOOGLE PLAY;
Google Wallet-ში ბარათის დამატება შეგიძლია:
-
სკანირების მეთოდით - მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებით ბარათის მონაცემების დასკანირება;
-
Google Wallet-ის აპლიკაციაში ბარათის მონაცემების ხელით შეყვანის გზით;
-
ციფრული ბანკიდან ბარათის დამატებით
ბარათის ციფრული ბანკიდან დამატება
Google Wallet-ში ბარათის დამატება შესაძლებელია თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციიდან; ამისათვის, უნდა სარგებლობდე ციფრული ბანკით.
1. განაახლე ციფრული ბანკის აპლიკაცია
2. შედი ციფრული ბანკის აპლიკაციაში
3. გადადი ბარათების ტაბზე
4. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ბარათი Google Wallet-ში დამატებული არ არის, ბარათზე აქტიური იქნება Google Wallet-ში დამატების ღილაკი.
5. Google Wallet-ში დამატების ღილაკის არჩევის შემდეგ, ბანკში შენს სახელზე რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე გამოგეგზავნება 4-ნიშნა OTP კოდი
6. შეიყვანე OTP კოდი ციფრული ბანკის აპლიკაციაში და დაადასტურე მოთხოვნა
7. ციფრული ბანკის აპლიკაციიდან ავტომატურად გადამისამართდები Google Wallet-ზე
8. დაენთანხმე ხელშეკრულებას Google Wallet-ში
9. Google-ის მხრიდან მოწყობილობის სანდოობის ვერიფიკაციის მიზნით, შესაძლოა, დამატებით გამოგეგზავნოს OTP კოდი, რომელიც მოგივა SMS-ით
10. ბარათი ემატება Google Wallet-ში, მიიღებ SMS შეტყობინებას.
აპლიკაციაში ბარათის დასამატებლად აუცილებელია, ბარათს ჰქონდეს აქტიური სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაბლოკილია რაიმე მიზეზით, აპლიკაციაში დამატება ვერ მოხდება;
ბარათის Google Wallet-ში სკანირებით ან ხელით შეყვანა
1. გახსენი Google Wallet-ის აპლიკაცია
2. ხელით შეიყვანე ბარათზე მითითებული მონაცემები (ბარათის 16-ნიშნა ნომერი, მოქმედების ვადა და CVV კოდი) ან დაასკანირე მობილური ტელეფონის კამერის საშუალებით ბარათზე დატანილი მონაცემები.
3. დაადასტურე Google Pay-ს ხელშეკრულება
4. დაადასტურე ბანკის ხელშეკრულება
5. აარჩიე ვერიფიკაციის მეთოდი:
-
OTP - ბანკში შენს სახელზე რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე გამოგეგზავნება 6-ნიშნა OTP კოდი, რომლითაც გაივლი ვერიფიკაციას
-
ბანკის ცხელ ხაზზე 2 27 27 27 დაკავშირება
6. ბარათი ემატება Google Wallet-ში, რის შესახებაც მიიღებ SMS შეტყობინებას.
როგორ გადავიხადო Google Wallet-ით?
Google Wallet-ით გადახდა შეგიძლია სავაჭრო და მომსახურების ობიექტებსა და ონლაინ მაღაზიებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გადახდა შესაძლებელია ყველგან, სადაც არის უკონტაქტო გადახდის ან Google Pay-ს ნიშანი.
POS ტერმინალზე (Google Wallet-ის გახსნით).
1. განბლოკე ტელეფონი და გახსენი Google wallet აპლიკაცია
2. აარჩიე Google wallet-ში დამატებული ერთ-ერთ ბარათი
3. მოათავსე მობილურ ტელეფონი ტერმინალის უკონტაქტო წამკვითხველთან
4. ტრანზაქცია შესრულებულია.
POS ტერმინალზე გადახდა (Google Wallet-ის გახსნის გარეშე)
მობილური ტელეფონის განბლოკვის და Google wallet აპლიკაციის გახსნის გარეშე შესაძლებელია 100 ლარამდე ოდენობის ტრანზაქციის შესრულება.
1. მოათავსე მობილური ტელეფონი ტერმინალის უკონტაქტო წამკვითხველთან
2. ავტომატურად გახსენი Google wallet-ის აპლიკაცია, რომელშიც არჩეულია დეფოლტად განსაზღვრული ბარათი
3. ტრანზაქცია შესრულებულია.
ელექტრონულ კომერციაში გადახდა
მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდს/აპლიკაციას, სადაც ხდება ტრანზაქციის განხორციელება ჰქონდეს Google Pay-თ გადახდის შესაძლებლობა
1. განბლოკე ტელეფონი
2. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში სასურველი ნივთის/მომსახურების შერჩევის შემდეგ, აარჩიე Google Wallet-ით გადახდის მეთოდი
3. დაადასტურე გადახდა
ბანკომატიდან (ATM) თანხის განაღდება
1. განბლოკე ტელეფონი და გახსენი Google Wallet აპლიკაცია
2. აირჩიე Google Wallet-ში დამატებული ერთ-ერთი ბარათი
3. მოათავსე მობილურ ტელეფონი ბანკომატის უკონტაქტო წამკვითხველთან
4. ბანკომატზე შეიყვანე ბარათის პინ-კოდი.